ავტომატური ავტომობილის მართვის უფლების მქონე პირებს, მექანიკურის მართვის უფლების მიღება მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებით შეეძლებათ
“ავტომატური გადაცემათა კოლოფის ავტომობილის მართვის უფლების მქონე პირს, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უფლების მიღება თეორიული გამოცდის გარეშე, მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპის ჩაბარებით შეეძლებათ”, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
“ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უფლების შეცვლა მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უფლებით შესაძლებელია პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპის ჩაბარებით.
გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატს ავტომატურად ენიჭება B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება”, – ნათქვამია მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.

