ახალი ამბები

სტიქიამ ყვარლის და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

კახეთში მოსულმა სეტყვამ, ქარმა და ძლიერმა წვიმამ, ყვარლისა და თელავის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სტიქიამ გაანადგურა სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, ხილი და ვენახი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი სეტყვა და ქარი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დასეტყვილია მსხმოიარე ვენახები.

თელავის მუნიციპალიტეტში დასეტყვილია სოფლები ნასამხრალი და იყალთო. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა მოგვიანებით გაირკვევა. ამინდის დღევანდელი პროგნოზის შესაბამისად, უამინდობა კახეთის რეგიონში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.