ახალი ამბები

თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია- წვიმების შედეგად ამინდი გაუარესდა, არსებობს მეწყრისა და ღვარცოფის საფრთხე

თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და თუშეთში ვიზიტის მსურველებს აფრთხილებს.

,,გაფრთხილება თუშეთში მიმავალ ვიზიტორებსა და მოგზაურებისთვის. ინტენსიური წვიმების შედეგად, თუშეთში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდა. არსებობს მეწყრისა და ღვარცოფის საფრთხე. მოგზაურობისას გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, გადაამოწმოთ გზის მდგომარეობა და დაიცვათ უსაფრთხოების წესები. დამატებითი ინფორმაციისთვის ან საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 112 – საგანგებო დახმარების ერთიანი ცენტრი, 599004972”,- წერია თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.