ახალი ამბები

წინანდალში ჯაზისა და ღვინის ფესტივალი გაიმართება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წელს კახეთი მეცხრედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელიც წინანდლის მამულებში, 11 ოქტომბერს გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატოტრბის თქმით, წლევანდელ ფესტივალში მსოფლიოს გამოჩენილ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობას 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს.

ფესტივალის განრიგი:

13:00 – ღვინის დეგუსტაცია.

14:00 და 16:00 – ამფითეატრის სცენა დაეთმობა იტალიურ ჯგუფს სალთ ფინათსი (SALT PEANUTS), რომლის სპეციალური სტუმარი მომღერალი რეიჩელ დოუ (RACHEL DOE) იქნება.

Salt Peanuts Show გთავაზობთ დაუვიწყარ მუსიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს მოგზაურობისა და ცოცხალი შესრულების უნიკალურ სინთეზს. შოუ მსმენელს მუსიკის სხვადასხვა ეპოქასა და ჟანრში ამოგზაურებს: ლეგენდარული ლუი არმსტრონგისა და ლუი პრიმას ჯაზ-სვინგით დაწყებული, ელვის პრესლის, როი ორბისონისა და ჯერი ლიუისის როკ ენ როლით დამთავრებული; დამატებული იტალიური მუსიკის ელემენტები, ფრედ ბუსკალიონეს ირონიული სტილი, რენატო carosone-ს ენერგიულობა და ადრიანო ჩელენტანოს სახასიათო შესრულება, ყველაფერი ეს ერთად ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს და კიდევ უფრო ამდიდრებს შოუს დინამიკას.

შოუს პარალელურად ფესტივალის სტუმრებს, იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო მუსიკის ფონზე, ტრადიციულად იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.

19:00 -სადღესასწაულო განწყობას, ბოლრუმში, გააგრძელებს ჯაზის ამომავალი ვარსკვლავი პიანისტი და მომღერალი ფრანჩესკა ტანდოი (FRANCESCA TANDOI TRIO) თავისი ტრიოთი. იტალიელი მუსიკოსი კრიტიკოსებისა და კოლეგების მხრიდან აღიარებულია, როგორც ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ახალგაზრდა ტალანტი. სულ რამდენიმე წელიწადში მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც მსოფლიო დონის პიანისტმა და ვოკალისტმა.

21.00 – ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგება ამერიკელი ბასისტი ნიკ ვესთი (NIK WEST)

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ ფრომოუშენსი“. ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი. ოფიციალური სპონსორია ვიზა. ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.