20 სექტემბერს, სოფელ აწყურში, ,,აბრეშუმის ფესტივალი” გაიმართება
საქართველოს მეაბრეშუმეთა ასოციაციაციის და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, 20 სექტემბერს, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, აბრეშუმის პარკსაშრობის ტერიტორიაზე, ,,ახმეტის აბრეშუმის ფესტივალი” გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, აბრეშუმის ფესტივალი პირველად ტარდება საქართველოში და ეს არის ზეიმი, რომელსაც არ უნდა გამოაკლდენენ ამ დარგით დაინტერესებული პირები.
ფესტივალის ფარგლებში ადგილზე ნახავთ:
– აბრეშუმის პარკი და აბრეშუმის ხელნაკეთი ნივთები
– ადგილობრივი ფერმერებისა და რეწვის ოსტატების პროდუქცია
– მასტერკლასები ტრადიციული რეწვის ოსტატებისგან
– ბავშვების კუთხე
– გემრიელი საკვები და სასმელი
– მუსიკა და საფესტივალო ფინალი
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ,,საქართველოს მეაბრეშუმეთა ასოციაცია”, მეაბრეშუმეთა ახლად დაფუძნებული გაერთიანება და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, ჰორიზონტი ევროპის პროექტის ARACNE ფარგლებში, სადაც მუზეუმი სხვადასხვა აქტივობებთან ერთად მეაბრეშუმეთა გაძლიერების პროგრამას ახორციელებს.
საქართველოს მეაბრეშუმეთა ასოციაციის ფასილიტატორია მერსი ქროფს საქართველოს კავკასიის ალიანსების პროგრამა 2 (ALCP2), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (ADC) და შვედეთის თანადაფინანსებით.

