ვინ არიან ამ დროისთვის ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებულები
ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით დარეგისტრირებული არიან ორგანიზაციები:
🔴 „იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია“ (IEC) (ორი დამკვირვებლით);
🔴 ტუნისის რესპუბლიკის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო (ორი დამკვირვებლით);
🔴 „მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია“ (ორი დამკვირვებლით);
🔴 „თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო (ორი დამკვირვებლით);
🔴 „ეთიოპიის ეროვნული საარჩევნო საბჭო“ (NEBE) (ორი დამკვირვებლით);
🔴 „მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისია“ (სამი დამკვირვებლით);
🔴 „ბოსნია და ჰერცეგოვინის ცენტრალური საარჩევნო კომისია“ (ერთი დამკვირვებლით);
🔴 „სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისია“ (ერთი დამკვირვებლით);
🔴 „ბულგარეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“ (ორი დამკვირვებლით);
🔴 „ყირგიზეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია“ (ორი დამკვირვებლით);
🔴 „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია”;
🔴 „ფიჯის საარჩევნო ოფისი (FEO)”;
🔴 „უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი”;
🔴 „სლოვაკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩევნების, რეფერენდუმისა და პოლიტიკური პარტიების დეპარტამენტი”;
🔴 „სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია”
დამკვირვებელთა ეს სია საბოლოო არ არის – საერთაშორისო ორგანიზაციებს რეგისტრაცია 27 სექტემბრამდე შეუძლიათ.
9 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ეუთო/ოდირი, რომელიც საქართველომ დაკვირვებისთვის გასულ კვირას მიიწვია, უარს ამბობს 4 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მისიის გამოგზავნაზე – ამ არჩევნებს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს

