ახალი ამბები

ავარიას დედოფლისწყაროში მამაკაცი ემსხვერპლა

ავარიას დედოფლისწყაროში 59 წლის კაცი ემსხვერპლა.

შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასთან მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამარშრუტო მანქანის მძღოლი გზაზე მიმავალ საქონელს აერიდა და ჯიპს შეეჯახა.

ჯიპის მძღოლი, 59 წლის მამაკაცი, კლინიკაში გარდაიცვალა, ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმებმა დაშავებულებს ოპერაცია ჩაუტარეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლისსამართლებრივი წესით დაიწყო.

პოლიციამ სამარშრუტო ავტომანქანის მძღოლი უკვე დააკავა.