ახალი ამბებიგანცხადება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს:

06:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გურჯაანში სანნაპიროს, ნონეშვილის, ახმეტელის და მიმდებარე ქუჩებზე; 06:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარაჯალა, ბაისუბანი, კაბალი, დონა და მიმდებარე სოფლებში; 07:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს არხილოსკალოში; 07:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ლაგოდეხში ზაქათალას, ნინოშვილის, ჭავჭავაძის, შიო მღვიმელის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს სიღნაღში ბარათაშვილის, აბრამიშვილის, მოსულიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში პატარძეული, ვერხვიანი, ბადიაური, კაკაბეთი და მიმდებარე სოფლებში; 10:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში კონდოლი, ყარაჯალა და მიმდებარე სოფლებში; 10:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში შილდა, ენისელი, გრემი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ახმეტაში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.