სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს:
10:00- დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ლაგოდეხში ნინოშვილის, რუსთაველის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე;
10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყვარელში ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის, თიანელაშვილის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე;
10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებში ჭოეთი, ხორნაბუჯი, არხილოსკალო და მიმდებარე სოფლებში;
10:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თელავში და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში;
10:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახაშენი, ჩალაუბანი, არაშენდა, მელაანი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო ალვანი, მატანი და მიმდებარე სოფლებში;
10:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დედოფლისწყაროში რუსთაველის, 9 ძმის, შირაქის, სამრეკლოს და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

