ახალი ამბები

უმუშევრობა მე-2 კვარტალშიც გაიზარდა – როგორია განახლებული მონაცემები

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის მე-2 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევიდან ვიგებთ.

„საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მე-2 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.3% შეადგინა, რაც ძირითადად იხსნება თვითდასაქმებულთა წლიური 6.5%-იანი (-2.9% წინა კვარტალთან შედარებით) შემცირებით.

ამასთან, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 0.5%-ით (-1.9% წინა კვარტალთან შედარებით) გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 68.8% შეადგინა.

გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 0.3 პროცენტული პუნქტით 54.1%მდე შემცირდა. მთლიანობაში, 2025 წლის პირველ ნახევარში უმუშევრობის საშუალო დონე 14.5%-ს გაუტოლდა (+0.6პპ წ/წ)“, – ხაზგასმულია ანალიზში.