ახალი ამბები

სოფელ ფხოველის ,, ლომისის” ეკლესია

სოფელ ფხოველის ,, ლომისის” ეკლესია განეკუთვნება მე- IX, მე-X საუკუნეებს. ნაგებია მთლიანად რიყის ქვის ლოდებითა და ნატეხი ქვით, კირის ხსნარზე. ეკლესიას აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აფსიდა აქვს, რომელშიც ვიწრო სარკმელია გაჭრილი. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს.

თამაზ მარკოზაშვილი, ისტორიკოსი:

,,2014 წელს, რეაბილიტაციის შემდეგ, ძეგლმა დაიბრუნა პირვანდელი იერ-სახე. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი სასაფლაოა, სადაც ძირითადად განისვენებენ პატარქალიშვილების გვარის წარმომადგენლები. ეკლესია მდებარეობს ტყეში, ცივგომბორის მთის ერთ-ერთი განშტოების სამხრეთ ფერდობზე. მისასვლელი გზა საფეხმავლოა”.