ვისი ვალი აქვს საქართველოს – სტატისტიკა
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ვალის მთლიანმა მოცულობამ დოლარში 8.54 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 209 მილიონი დოლარით ნაკლებია. თუმცა, ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ვალის მოცულობა პირიქით – 1.09 მილიარდი ლარით არის გაზრდილი და ის 24.6 მილიარდ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვალის პორტფელს, საქართველოს საგარეო ვალი უმეტესწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართ არსებული ვალებისგან შედგება. მათ შორის პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართაც ვალი 2.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკი, რომლის მიმართაც ვალის ნაშთი 2.1 მილიარდი დოლარია.
საგარეო ვალის სტატისტიკა 2025 წლის იანვრის მდგომარეობით:
კრედიტორი | ვალის ნაშთი |
აზიის განვითარების ბანკი (ADB) | $2,260 მილიონი დოლარი; |
მსოფლიო ბანკი | $2,092 მილიონი დოლარი; |
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) | $1,074 მილიონი დოლარი; |
საფრანგეთი (AFD) | $764 მილიონი დოლარი; |
გერმანია (KFW) | $558 მილიონი დოლარი; |
ევრობონდი | $500 მილიონი დოლარი; |
ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ | $351 მილიონი დოლარი; |
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | $211 მილიონი დოლარი; |
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) | $211 მილიონი დოლარი; |
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ მთავრობის ვალი (IMF) | $176 მილიონი დოლარი; |
ევროკავშირი (EU) | $138 მილიონი დოლარი; |
იაპონია | $120 მილიონი დოლარი; |
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) | $35 მილიონი დოლარი; |
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) | $15 მილიონი დოლარი; |
ავსტრია | $10 მილიონი დოლარი; |
ქუვეითი | $9 მილიონი დოლარი; |
რუსეთი | $7.9 მილიონი დოლარი; |
ამერიკის შეერთებული შტატები | $6.3 მილიონი დოლარი; |
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) | $3.2 მილიონი დოლარი; |
თურქეთი | $2.2 მილიონი დოლარი; |
ყაზახეთი | $1.3 მილიონი დოლარი; |
აზერბაიჯანი | $1.2 მილიონი დოლარი; |
სომხეთი | $1.0 მილიონი დოლარი; |
ირანი | $0.8 მილიონი დოლარი. |