თელავში მდებარე ,,აბრეშუმის უბნის” ისტორია-ვიდეო
თელავში მოქმედ აბრეშუმის უბანს დიდი ისტორია აქვს. უბანს სახელი გასულ წლებში მოქმედი აბრეშუმის ქარხნის დამსახურებით დაერქვა.
ქარხნის გაჩერების მიზეზი ხელოვნური აბრეშუმის გაჩენა და ნატურალურ პროდუქციაზე ნაკლები მოთხოვნილება გახდა.
“აბრეშუმის წარმოება შეწყდა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა თელავის აბრეშუმის ფაბრიკა იყო ბოლო, რომელიც 1999 წელს დაიკეტა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს ფაბრიკა იყო მსოფლიო მეაბრაშუმეების ასოციაციის წევრი“,- აცხადებს ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის დირექტორმა გელა კირვალიძე.