ნასოფლარი ,,ხარისთავი” გურჯაანის მუნიციპალიტეტში
ისტორიული წყაროებით, სოფელი ,,ხარისთავი” შედიოდა ჭერმის ციხე-ქალაქის საზღვრებში და წარმოადგენდა მჭიდოდ დასახლებულ სოფელს.
ნასოფლარი ,,ხარისთავი მდებარეობს სოფელ ჭერემის აღმოსავლეთით, დაახლოებით 4 კმ-ის დაშორებით, შემაღლებულ ადგილზე. ისტორიკოსის თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით, მე-18 საუკუნეში (ლეკიანობის პერიოდში), სოფლის მოსახლეობა აყრილა და სოფელ ახაშნის ტერიტორიაზე ჩასახლებულა.
,,ნასოფლარზე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ფეხით. ყურადღებას იქცევს ნასოფლარზე დღემდე შემორჩენილი, ქვითკირის საცხოვრებელი სახლების ფრაგმენტები, ხეებზე ასული საუკუნოვანი ვაზები და ყურძნის საწნახელები.ოდესღაც ძლიერი სოფელი გაპარტახებულა ლეკების მრავალგზის შემოსევების შედეგად.
მე-18 საუკუნეში, ლეკმა ფეოდალებმა გადაწვეს და მიწასთან გაასწორეს აგრეთვე ისტორიული ციხე-ქალაქი ჭერემი, რომელიც დაარსებულია მე-V საუკუნეში, მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ. ნასოფლარ ,,ხარისთავის” განაპირა მხარეს დგას,პატარა სალოცავი რომელიც გადმოცემით წმინდა გიორგის სახელობისაა. ეკლესია დარბაზულია, ნაშენია ჭერმის ხეობის ქვით კირის ხსნარზე. ნასოფლარის ტერიტორიაზე მრავლად გვხვდება მოჩუხჩუზე წყაროები და შვლების ნატერფალები”.
მისივე თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავლად გვხვდება სხვა ისტორიული ნასოფლარები: დარბა, კოსორი, ბაიდაური, განგიური, ნაპირები და სხვები, რომლებიც საჭიროებს გამოკვლევას და შესწავლას სპეციალისტების მიერ.