ახალი ამბები

საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2-წლიან, სავალუტო რეზერვები კი ფაქტობრივად, 6-წლიან მინიმუმზეა

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობა 2.994 მლრდ დოლარს შეადგენს, ამაზე ნაკლები დოლარი ქვეყანას 2018 წლის ნოემბერში ჰქონდა, როდესაც ვალუტის მოცულობა 2.888 მლრდ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება მთლიან რეზერვებს, 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით 4.085 მლრდ დოლარს შეადგენს, ამაზე ნაკლები მოცულობის რეზერვი ქვეყანას ბოლოს 2022 წლის ნოემბერში ჰქონდა – 4.636 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბერში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 627 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, რაც ერთთვიან ინტერვალში რეკორდული მაჩვენებელია. (სექტემბერი – 3.635 მლრდ დოლარი, ოქტომბერი – 2.994 მლრდ დოლარი).
მთლიანად კი წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვებიც მოცულობა 1.671 მლრდ დოლარით შემცირდა (2023 წლის ოქტომბერი – 4.665 მლრდ დოლარი).

„ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პოზიცია, საპროცენტთო განაკვეთის თანდათან ნორმალიზებით. ამასთან, სისტემური რისკების მოსაგვარებლად მაკროპრუდენციული ზომებს იყენებდა. მნიშვნელოვანი სავალუტო შესყიდვების მიუხედავად, რეზერვები სსფ-ის ადეკვატურობის კოეფიციენტზე დაბლა დაეცა.ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პოზიცია, საპროცენტო განაკვეთის თანდათან ნორმალიზებით. ამასთან, სისტემური რისკების მოსაგვარებლად მაკროპრუდენციული ზომებს იყენებდა. მნიშვნელოვანი სავალუტო შესყიდვების მიუხედავად, რეზერვები სსფ-ის ადეკვატურობის კოეფიციენტზე დაბლა დაეცა“, – აღნიშნული იყო სავალუტო ფონდის ანგარიშში.