ახალი ამბები

თესაუს პროფესორი თელავის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს, თესაუს კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, თენგიზ სიმაშვილს თელავის საპატიო მოქალაქის ჯილდო გადაეცა.

თენგიზ სიმაშვილი რამდენიმე სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი, ოცამდე სასწავლო კურსისა და სამეცნიერო- კვლევითი ნაშრომის ავტორი, ათეულობით საუნივერსიტეტო, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეა.

ის წლების განმავლობაში იკვლევს თელავისა და კახეთში, საბჭოთა რეპრესიების ისტორიას, არის დოკუმენტური ფილმის “თელავის გოლგოთა- გიგოს გორა”იდეის ავტორი და კონსულტანტი.