ახალი ამბები

თელაველი სამბისტი, ვახტანგ ჩიდრაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრები სამბისტი, ვახტანგ ჩიდრაშვილი, ქალაქ კასპში მიმდინარე შეჯიბრის ,,საქართველოს თასი -ჭიდაობა სამბოში”, ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მან გამარჯვება 58 კოლოგრამ წონით კატეგორიაში მოახერხა. შეჯიბრის ორგანიზატორია “საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია”.
ვახტანგ ჩიდრაშვილმა საქართველო და თავისი მშობლიური მუნიციპალიტეტი ბევრჯერ ასახელა. ის დღემდე არაერთი ჯილდოს მფლობელია. მას ჩემპიონატებში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი არის ექვსჯერ მსოფლიოს და ოთხჯერ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.