ახალი ამბები

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ფეისბუქზე მიმდინარე არაოფიციალური პოლიტიკური კამპანიის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას აკვირდება სოციალური მედიის პლატფორმებზე.

ორგანიზაციამ ფეისბუქზე მიმდინარე არაოფიციალური პოლიტიკური კამპანიის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია იმ ანონიმური გვერდების აქტივობა, რომლებიც ფეისბუქის მეშვეობით ჩართულნი არიან პოლიტიკური კამპანიის წარმოებაში.

ანგარიშის მიზანია ფეისბუქზე ანონიმურად მიმდინარე საინფორმაციო კამპანიებისა და ძირითადი გზავნილების მიმოხილვა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოფიციალური საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე.

,,ფეისბუქზე საარჩევნო კამპანიაში ანონიმურად ჩართული გვერდების რაოდენობა და მათი აქტივობა გასული არჩევნების შემდეგ, საგრძნობლად შემცირებულია. 2021 წელს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს „სამართლიანმა არჩევნებმა“ 98 ანონიმური გვერდი გამოავლინა, რომლებიც პოლიტიკურ გზავნილებს ავრცელებდნენ. 2024 წელს მსგავსი გვერდების რაოდენობა 43-მდე შემცირდა. შესწავლილ პერიოდში, ანონიმური გვერდების ნაწილი კვლავ აქტიურად მიმართავდა პოსტების დარეკლამების ტექნიკას, რათა განთავსებული პოსტები უფრო დიდ აუდიტორიას მიმწვდარიყო. რეკლამები განთავსებული იყო გვერდებზე, რომლებიც ოპოზიციის წინააღმდეგ ან/და ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებდნენ. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“, წინააღმდეგ ანონიმურად მოქმედ და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერ გვერდებზე კი საანგარიშო პერიოდში რეკლამირებული პოსტები არ გამოვლენილა;

ანონიმურად მოქმედ გვერდებზე გამოწვევად რჩება განთავსებული რეკლამების გადამხდელების გაუმჭვირვალობა. პლატფორმის მხრიდან დაწესებული ვალდებულების მიუხედავად, გვერდები ტექნიკურად არიდებდნენ თავს რეკლამების რეალური დამფინანსებლების ვინაობის გამხელას, გვერდების ფორმალური დასახელების მითითებით; ანონიმურ მადისკრედიტირებელ გვერდებთან ერთად, ფეისბუქზე არსებულ საინფორმაციო კამპანიებში სულ უფრო მეტად გამოიყენება ამავე მიზნით შექმნილი პროფილები, რომლებიც ანონიმური გვერდების მსგავს კამპანიას ატარებენ; ფეისბუქზე ანონიმურად მოქმედი გვერდების მცირე ნაწილი მიზანში იღებდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას და, რიგ შემთხვევებში, სამოქალაქო სექტორს. გვერდები პოსტებს სატირულ-იუმორისტულ სტილში ათავსებდნენ. გავრცელებულ პოსტებს შორის იყო როგორც ანტიდასავლური, ისე ანტირუსული და ანტიჩინური გზავნილები”,– წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

https://drive.google.com/file/d/1vlR4MpoXpWvJ59CF3Yp2o2t5Ve-yfb1c/view

https://drive.google.com/file/d/1vlR4MpoXpWvJ59CF3Yp2o2t5Ve-yfb1c/view

https://drive.google.com/file/d/1vlR4MpoXpWvJ59CF3Yp2o2t5Ve-yfb1c/view