წელს საქართველოში ნათესი ფართობები 3.2%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს ნათესმა ფართობებმა გასულ წელს 137.1 ჰა. შეადგინა, მიმდინარე წელს კი 132.7 ჰა, ანუ 4.4 ჰექტარით ნაკლები.
კონკრეტულ კულტურებთან მიმართებით მაჩვენებლები 2024 წელს შემდეგია:
მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურები (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები) – 92.2 ჰა (1.3%-ით ნაკლები გასულ წელზე);
სიმინდი – 71 ჰა (კლება 4.7%);
კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები – 27.1 ჰა (კლება 2.5%);
სხვა კულტურები – 13.4 ჰა (კლება 15.7%).
2024 წლის საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი არ მოიცავს 2023 წლის მესამე კვარტალის ნათესებს. 2024 წლის წინასწარი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის 11 აპრილს, ხოლო დაზუსტებული მონაცემები – 2025 წლის 16 ივნისს.