რა პროდუქტი გაიყიდა წელს დიდი რაოდენობით საქართველოში
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ ივლისში ქვეყნიდან 5.766 მლნ დოლარის ღირებულების ბოსტნეული და საკვებად ვარგისი ზოგიერთი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები გავიდა, იმპორტით 43.817 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, პომიდორი არის ბოსტნეულის ის სახეობა, რომელიც წელს ყველაზე დიდი რაოდენობით გავყიდეთ და ასევე ვიყიდეთ კიდეც.
ადგილობრივი წარმოების ბოსტნეულის ტოპ-5 სახეობა, რომელიც წელს შვიდ თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით გავყიდეთ:
პომიდორი, ახალი ან შეყინული – 1.061 მლნ დოლარი
კარტოფილი, ახალი ან შეყინული – 919.5 ათასი დოლარი
კომბოსტო თავიანი, კოლრაბი, ბროკოლი და საკვებად ვარგისი ანალოგიური ბოსტნეული – 357.7 ათასი დოლარი
ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული – 262 ათასი დოლარი
სალათა და ვარდკაჭაჭა – 40.5 ათასი დოლარი
ბოსტნეულის ტოპ-5 სახეობა, რომელიც წელს შვიდ თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ:
პომიდორი, ახალი ან შეყინული – 12.120 მლნ დოლარი
ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული – 6.046 მლნ დოლარი
კიტრი და კორნიშონი, ახალი და შეყინული – 4.885 მლნ დოლარი
პარკოსანი ბოსტნეული გამხმარი – 3.985 მლნ დოლარი
კარტოფილი, ახალი ან შეყინული – 2.330 მლნ დოლარი