წელს საქართველოს მოქალაქეობა 1 295 პირს მიენიჭა
მიმდინარე წელს საქართველოს მოქალაქეობა 1 295 პირს მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, როგორც სააგენტოს მიერ დეპუტატისთვის ბექა ლილუაშვილისთვის გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2024 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 11 762 პირს მიენიჭა.
უფრო კონკრეტულად, წლების მიხედვით, ეს მონაცემი ასეთი იყო:
2021 წელი – 2 486 პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;
2022 წელი – 4 866 პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;
2023 წელი – 3 115 პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.
რაც შეეხება 2024 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1-ლი იანვრიდან 14 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა 1 295 პირს მიენიჭა.