ახალი ამბები

კახეთში საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები გაიხსნება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024-2028 წლებში საქართველოში 324 ახალი სასტუმრო აშენდება.

აქედან 22 საერთაშორისო ბრენდია.

კახეთის რეგიონში 2 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გახსნა იგეგმება.

,,კახეთში 2024 და 2025 წლებში Hotel Bodbe Sighnaghi და DoubleTree by Hilton უნდა გაიხსნას. პირველი 160 სტუმარზეა გათვლილი, მეორეს – 200 განთავსების ადგილი აქვს”;

ყველაზე მეტი – 6 საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს აშენება თბილისში იგეგმება.