ახალი ამბები

ახალი ამბები

თელავის თეატრში ცეკვის ფესტივალი „რთველი ქართული ცეკვისა“ დასრულდა (VIDEO)

ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის დრამატულ თეატრში, ცეკვის ფესტივალი რთველი ქართული ცეკვისა დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსაბლები.

Read More
ახალი ამბები

ძალოვანებისადმი დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმა 400-დან 2 000 ლარამდე იქნება

ძალოვანებისადმი დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმა 400-დან 2 000 ლარამდე იქნება. სამართალდამცავთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან მათ მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ჯარიმის ქვედა ზღვარი 400 ლარი იქნება. უცვლელი რჩება ფულადი სანქციის ზედა ზღვარი, რომელიც 2 000-ლარს შეადგენს.

Read More
ახალი ამბები

თელავში წიგნის „როგორ აღწევენ ბავშვები წარმატებას“ პრეზენტაცია გაიმართა (VIDEO)

თელავში წიგნის „როგორ აღწევენ ბავშვები წარმატებას“ პრეზეტაცია გაიმართა. ქართულად ნათარგმნი წიგნი, „როგორ აღწევენ ბავშვები წარმატებას: შეუპოვრობა, ცნობისმოყვარეობა და ხასიათის უხილავი ძალა“ -ს ავტორი ამერიკელი მწერალი პოლ ტაფია. წიგნის მთარგმენლი ლელა დუმბაძე, ხოლო რედაქტორი თინათინ ხომერიკია. 

Read More
ახალი ამბები

NDI–ის დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს

საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაცია ჩამოვიდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი საქართველოში 15 ივნისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასებაა.

Read More
ახალი ამბები

ყვარლის ყოფილი გამგებლის დაჯარიმებას თეა წულუკიანი პროპორციულ სანქციად მიიჩნევს

დავით ქევხიშვილის მიმართ გამოტანილი სანქცია არის პროპორციული, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

Read More
ახალი ამბები

ენერგეტიკული სასმელების ჭარბი მოხმარებით გასულ წელს 5 ადამიანი გარდაიცვალა

newspress.ge–ს ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე არსებული, კოფეინის დიდი რაოდენობით შემცველი ენერგეტიკული სასმელების ჭარბი რაოდენობით მიღების შედეგად, გასულ წელს 5 ადამიანი გარდაიცვალა.

Read More
ახალი ამბები

თელაველი ახალგაზრდები არჩევნების წინ (VIDEO)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. თელაველი  ახალგაზრდების ნაწილი კი არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. გარდა იმისა, რომ  მოახლოებული არჩევნების შესახებ მწირ ინფორმაციას ფლობენ, პოლიტიკოსებისა და პარტიების   უინტერესო და გაუგებარ პროგრამებზე მიუთითებენ. Aახალგაზრდების უმეტესობა მიიჩნევს, რომ საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია.

24 წლის ილია საყვარლიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპტიმისტურად უყურებს. საყვარლიშვილი თითოეული ახალგაზრდის აქტიურობასა და საარჩევნო პროცესებში ჩართვას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობად მიიჩნევს. ახალგაზრდების საარჩევნო პროცესებში აქტიურად ჩართვაში ილია საყვარლიშვილი მნიშვნელოვან როლს ანიჭებს მათს ინფორმირებას.

Read More
ახალი ამბები

ყვარლის გამგეობაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია

ყვარლის გამგეობაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია. გამგეობის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული, რომლებიც პერიმეტრს აკონტროლებენ. გამგეობის შენობასთან იმყოფებიან გამგებელ დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები.

ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებითა არის დაკავებული. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

Read More