ახალი ამბები

ახალი ამბები

თვითმმართველი თელავის თემში ვაკანსიებზე განაცხადების მიღება დასრულდა

თვითმმართველი თემის გამგეობასა და საკრებულოს აპარატში გამოცხადებულ 151 ვაკანსიაზე განაცხადების მიღება 19 დეკემბერს დასრულდა.

Read More
ახალი ამბები

შსს-ს თანამშრომლებმა ველისციხის მოსახლეობას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს

კამპანიის ფარგლებში, შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა, რომლებიც ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს პოლიციის აკადემიაში სპეციალურ ტრენინგზე არიან გადამზადებული, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მოსახლეობას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. 

Read More
ახალი ამბები

თელავის მერია 2015 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვას მართავს

თელავის ვიცე-მერის თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ქალაქისთვის ყველა მნიშნელოვანი საკითხია შეტანილი. ბიუჯეტის პროექტში ყველაზე დიდი თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის

Read More
ახალი ამბები

შირაქის ველზე არქეოლოგებმა 3 ათას 200 წლის წინანდელი ნაქალაქარი აღმოაჩინეს

უნიკალური აღმოჩენა კახეთში – შირაქის ველზე ე.წ. დიდნაურის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა 3 ათას 200 წლის წინანდელი ნაქალაქარი აღმოაჩინეს. სპეციალისტები ტერიტორიით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც კოსმოსურმა სატელიტურმა გადამცემმა დიდნაურის მიდამოებში უძველესი ნაქალაქარი დააფიქსირა.

Read More
ახალი ამბები

დღეს წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღე აღინიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა გაიმართება.

Read More
ახალი ამბები

დღეს ევროკავშირის პრიზის მფლობელებს დაასახელებენ

ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მფლობელები დღეს დასახელდებიან. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში მიზნად ისახავს ქართულ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარებას, რომელიც შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით. 

Read More
ახალი ამბები

დღეს სოფელ ჭერემში ახალი ელექტროგამანაწილებელი ქსელი გაიხსნება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში დღეს ახლად აშენებული ელექტროგამანაწილებელი ქსელი გაიხსნება. ღონისძიებას გუბერნატორთან ერთად ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და რაიონის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.

Read More
ახალი ამბები

საგარეჯოში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

საგარეჯოში, სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრიდან დაიწყება და 2 წელს გასტანს. პროექტის მიხედვით მოსახლეობის ინდივიდუალურად გამრიცხველიანება იგეგმება. 

Read More
ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების ჯგუფის შერჩევის წესი დამტკიცდა

ჯგუფი 12 წევრისგან შედგება და მისი წევრი შეიძლება იყოს სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, იურისტი, ექიმი, ფსიქიატრი და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტი. მომავალი წლიდან კონკრეტული საქმეების განხილვა იქნება შესაძლებელი.

Read More
ახალი ამბები

შსს-მ სოფელ გრემის რწმუნებული დააკავა

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ღუტიშვილი გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს მოხელის მიერ ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანას ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენას ან გაცემას. 

Read More