ახალი ამბები

დღეს სოფელ ჭერემში ახალი ელექტროგამანაწილებელი ქსელი გაიხსნება

სოფელ ჭერემში მცხოვრები 75 ოჯახისთვის, რომლებსაც 20 წელზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდებათ – აშენდა 14 კმ სიგრძის 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 1 ერთეული 250 კვმ სატარნსფორმატორო ქვესადგური, აშენდა 5 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელი და განხორციელდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. 
სამუშაოები სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციამ” შეასრულა. განხორციელებულ სამუშაოებზე 296 ათასი ლარი დაიხარჯა.