ახალი ამბები

შსს-ს თანამშრომლებმა ველისციხის მოსახლეობას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს

სამართალდამცველებმა მოქალაქეებს გააცნეს, თუ რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა, როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
ბუკლეტში მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი – “112”, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმე მოქალაქეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს.
მათ ინფორმაცია მიაწოდეს მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს ასევე განუმარტეს, რომ აუცილებელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობა და თანამშრომლობა სამართალდამცველებთან.