ახალი ამბები

ახალი ამბები

ღვინის კომპანიები 2015 წელს საექსპორტო ბაზრებზე სირთულეებს ელოდებიან

ღვინის კომპანიები 2015 წელს საექსპორტო ბაზრებზე სირთულეებს ელოდებიან. კომპანია “თბილღვინოს” დირექტორი, რომელიც ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორია, აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო მომავალი წელი დატვირთული იქნება გამოწვევებით. 

Read More
ახალი ამბები

11 თვეში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ჩამოსულ უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობა 1%-ით გაიზარდა

2014 წლის 11 თვეში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ჩამოსულ უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობამ 5 059 832 შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1%-ით აღემატება.

Read More
ახალი ამბები

დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის გამო „კახეთის ხმა“ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სასამართლოს მიმართავს

რედაქცია მიიჩნევს, რომ  ჟურნალისტების მიმართ გამოთქმული მუქარა, რედაქციის  შენობიდან გაძევების მოწოდება და პირადი  შეურაცხყოფა იმ კამპანიის ნაწილია, რასაც მიზანმიმართულად ემსახურება პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ თავისუფალი მედიის დისკრედიტაციას და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის გამიზნული. 

Read More
ახალი ამბები

თელავის თეატრი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300 000 ლარს მიიღებს

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრს დაფინანსება ეზრდება. პაატა გულიაშვილის განმარტებით, საქართველოს რეგიონებში თელავის თეატრი ერთადერთია, რომელსაც დაბალი სახელფასო ფონდი აქვს. 

Read More
ახალი ამბები

2015 – ქალთა უფლებების დაცვის წელი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მიმდინარე წლის განმავლობაში 11 300-ზე მეტი განცხადება განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მოქალაქეთა მომართვიანობის თვალსაზრისით ლიდერი კომიტეტია

Read More
ახალი ამბები

1 530 ადამიანი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფულად დახმარებას მიიღებს

ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირები, მზრუნველობამოკლებულები, სოციალურად დაუცველები და მიუსაფარი ბავშვები საქართველოს პრეზიდენტისგან საახალწლო საჩუქრის სახით ფულადი დახმარებას მიიღებენ. 

Read More
ახალი ამბები

ალტერნატიული პირადობის მოწმობებთან დაკავშირებულ საკითხზე დღეს კომიტეტში იმსჯელებენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს ალტერნატიული პირადობის მოწმობებთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელებენ. 
აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტში შესულია წინადადება საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელის ზაზა ნანობაშვილის და 100 000-მდე მართლმადიდებელი მოქალაქის სახელით.

Read More
ახალი ამბები

დაუბეგრავი მინიმუმი გაუქმდა

დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების ინიციატივასთან დაკავშირებით 25 დეკემბრის სესიაზე “ჩავარდნილი” პროექტი, კენჭისყრაზე განმეორებით დადგა და 73 ხმით, 1-ის წინააღმდეგ გავიდა. 

Read More
ახალი ამბები

ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებზე ახალი სამმართველო იმუშავებს

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ახალი სამმართველო, რომელიც ქონების უკანონოდ ჩამორთმევის, ასევე წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებულ საქმეებზე რეაგირების საკითხებზე იმუშავებს, უახლოეს ხანში შეიქმნება. 

Read More
ახალი ამბები

რედაქციის სპეციალური განცხადება

თელავის ყოფილი რწმუნებული გიორგი მოსიაშვილი და ანგაჟირებული პირები გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქციისა და „მედია კაფეს“ შენობიდან გამოსახლებას ითხოვენ. თავდასხმა  „კახეთის ხმის“ მიმართ  ცივილურ საზღვრებს სცდება. 

Read More