ახალი ამბები

11 თვეში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ჩამოსულ უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობა 1%-ით გაიზარდა

2014 წლის იანვარ-ნოემბერში, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში 4 911 421 უცხოეთის მოქალაქე შემოვიდა (შემოსულ ვიზიტორთა 97,1%), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, 3%-ით მეტია. 
2014 წლის თერთმეტ თვეში, ამერიკიდან შემოსულია 32 571 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ ვიზიტორთა 0,6%). აღნიშნულ პერიოდში, აზიის ქვეყნებიდან შემოვიდა 72 370 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ ვიზიტორთა 1,4%), ახლო აღმოსავლეთიდან 37 677 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ ვიზიტორთა 0,7%), აფრიკიდან – 3 934 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ ვიზიტორთა 0,1%), ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან – 1 859 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ ვიზიტორთა 0,04%). 
აღსანიშნავია, რომ ზრდა აღინიშნება ამერიკის და ევროპის ქვეყნებიდან შემოსულ უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობაში, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, გასულ წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა ამერიკიდან, ხოლო, 3%-ით ევროპიდან შემოსული უცხოეთის მოქალაქეების რიცხვი.