ახალი ამბები

ახალი ამბები

თელავის მერიამ სონა გულმაგარაშვილს 101 წლის იუბილე მიულოცა

ქალაქ თელავის მერიამ 101 წლის უხუცეს თელაველ ქალბატონს სონა გულმაგარაშვილს, იუბილე მიულოცა. მერის მოადგილემ, ლევან ლილუაშვილმა ქალბატონს ყვავილები და 200-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

Read More
ახალი ამბები

გურჯაანში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ტრენინგები ჩატარდა

გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები – რა მიზეზით ხდება ავარიები კახეთში – ამ საკითხზე დღეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მხარდაჭერით ფონდმა პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის სოფელ გურჯაანის სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩაატარა.

Read More
ახალი ამბები

12 ივლისის ჩათვლით კახეთში წვიმაა მოსალოდნელი

12 ივლისის ჩათვლით სინოპტიკოსები კახეთში პერიოდულად ხანმოკლე წვიმებს ვარაუდობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, რომ დღეიდან აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

Read More
ახალი ამბები

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების გამრავლების დამადასტურებელი ფოტოების გადაღება მოხერხდა

გარემოსდამცველების მიერ ბოლო სამი წლის მონიტორინგის განმავლობაში პირველად მოხერხდა ქურციკების გამრავლების დამადასტურებელი ფოტოების გადაღება. ფოტოზე აღბეჭდილია მდედრი ქურციკი პატარა ლიკლიკასთან ერთად.

Read More
ახალი ამბები

გურჯაანის რამდენიმე სოფელს ენერგომომარაგება შეეზღუდება

3 ივლისს 11-დან 14 სთ-მდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ქვესადგურ ,,გურჯაანი-110” -ში ჩასატარებელი სამუშაოებია.

Read More
ახალი ამბები

სტიქიის შედეგად დაზარალებულები ფსიქო დახმარებას მიიღებენ

წითელი ჯვრის საზოგადოება სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ფსიქო დახმარებას გაუწევს.  მოქალაქეები, ვისაც ამა თუ იმ ფორმით შეეხო სტიქიური უბედურება, ანდა შეხება ჰქონდა დაზარალებულებთან, კოორდინაციაში უნდა იყვნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და სხვა პროფესიულ ასოციაციებთან.

Read More
ახალი ამბები

კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურების მონიტორინგი განახორციელდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომლებთან, გულნარ ჩხუტიაშვილთან და ადოლ ტყეშელაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე: საგარეჯო – სოფელი დუზაგრამა, გურჯაანი – სოფელი მელაანი, დედოფლისწყარო – სოფელი შავჭრელები, თელავი – სოფელი გულგულა და ახმეტა – სოფელი ხორხელი არსებული ხორბლის, ქერის, შვრიისა და ჭვავის ნათესების მონიტორინგი განახორციელა. 

Read More
ახალი ამბები

შალაურში, ავარიისას დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი, მომხდარში საპატრულო პოლიციას ადანაშაულებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის გიორგი კოზმანაშვილის ოჯახი, მომხდარში საპატრულო პოლიციას ადანაშაულებს. 

Read More
ახალი ამბები

გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე ნიშანდება “გმ”-ს მითითება სავალდებულო გახდა

1 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი “სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ”. 

Read More
ახალი ამბები

მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები ჩამოყალიბდება

მუნიციპალიტეტებში დასახლების საერთო კრების გარდა, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოც შეიქმნება და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის რიგით მეორე, ახალი ფორმაა, რომელიც “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის.

Read More