ახალი ამბები

გურჯაანში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ტრენინგები ჩატარდა

ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის დირექტორი ირაკლი იზორიას განცხადებით, ტრენინგის თემა ეხებოდა გზებზე არსებული ძირითად რისკ ფაქტორებს, როგორიცაა: უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა, მაღალი სიჩქარით ავტომობილის მართვა, მობილური ტელეფონის გამოყენება მანქანის მართვის დროს, ქვეითების უსაფრთხოება, ფეხით მოსიარულეთა დაბალი განათლება, ნასვამობა, გადაღლილ მდგომარეობაში მანქანის მართვა:
,,პროექტის განხორციელების მიზანია ადამიანების უსაფრთხოების დონის ამაღლება. სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის შემდეგ ტრენინგები სხვა სკოლებშიც ჩატარდება. გვინდა, რომ ახალგაზრდებმა გაითვალისწინონ გზებზე არსებული ძირითად რისკ ფაქტორები. ყოველი სემინარის დასრულების შემდეგ, ბავშვებს ურიგდებათ თემატური ლიტერატურა.”