ახალი ამბები

შალაურში, ავარიისას დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი, მომხდარში საპატრულო პოლიციას ადანაშაულებს

როგორც გარდაცვლილის პაპა გურამ კოზმანაშვილი აცხადებს, ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, როცა საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლით მოძრავ კოზმანაშვილს დაედევნა. 
მისივე თქმით, მძღოლის დევნა თელავიდან დაიწყო და იმდენხანს გაგრძელდა, რომ სოფლის შესასვლელში ახალგაზრდამ ორიენტაცია დაკარგა და ტრაქტორს შეეჯახა.
ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ სამართალდამცავებმა დანაშაულის დასაფარად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე მიატოვეს. კოზმანაშვილი საავადმყოფოში სასაწრაფომ გადაიყვანა, სადაც იგი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. 
პოლიციელების დასჯას გარდაცვლილის თანასოფლელებიც ითხოვენ, რომლებმაც პროტესტის ნიშნად გზაც გადაკეტეს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში პატრულის ბრალეულობას არ ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაციას სააგენტო ,,პირველი” ავრცელებს.