ახალი ამბები

კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურების მონიტორინგი განახორციელდა

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე დათესილია თავთავიანი კულტურების 50-ზე მეტი ჯიში, მათ შორის ხორბლის ქართული ჯიშები: შავფხა, ვარძია, ახალციხური წითელი დოლის პური, თეთრი დიკა, საული 9, ლომთაგორა 126 და სხვა. 

ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლების შეფასებით საცდელ ნაკვეთებზე, როგორც ქართული, ასევე ინტროდუცირებული ჯიშების სელექციური გამოცდა წარმატებით მიმდინარეობს; გამოიკვეთა კახეთის რეგიონისთვის თავთავიანი კულტურების კარგად ადაპტირებული ჯიშები, რომლებიც საკმაოდ მაღალი პროდუქტიულობით ხასიათდება. ასევე განისაზღვრა საცდელი ნიმუშების აღების ვადები, რის შემდეგაც მოხდება თავთავიანი კულტურების მარცვალში ხარისხობრივი და სტრუქტურული მაჩვენებლების შესწავლა.