„საპარტნიორო ფონდში“ 18–მდე პროექტი მუშავდება, რომლითაც რეგიონებში სოფლის მეურნეობა და ინდუსტრიული მიმართულება განვითარდება, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც ფონდის მიერ 7 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
საგანელიძემ ხორბლის საბოლოო გადამუშავების პროექტი დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, ახლო მომავალში განხორციელდება. საგანელიძის განცხადებით, ხორბლიდან საბოლოო პროდუქტი საქართველოში არ მიიღება. რამდენიმე თვეში ფონდი ასევე გეგმავს გაიხსნას ზეთის წარმოების საწარმო.
Read More