„18–მდე პროექტი მუშავდება, რომლითაც რეგიონებში სოფლის მეურნეობა განვითარდება“
„ისეთ რეგიონებში, სადაც დღეს ფაქტიურად ბიზნესი მინავლებულია და თანხები არ შედის (ამის გამო ასეთი რაიონებიდან მიგრაცია ხდება, განსაკუთრებით მაღალმთაში და ასე შემდეგ), იქ წარმოება უნდა გავაცოცხლოთ. ჩვენი მიზანია, დავასაქმოთ ხალხი და გავაკეთოთ მოსახლეობის უკუდინება, გავაცოცხლოთ სოფელი თუ მთა. ასე, რომ ამ მიმართულებით ჩვენ სერიოზული სამუშაოები გავაკეთეთ. 18–მდე ასეთი პროექტი დამუშვების სტადიაშია და ნელ–ნელა ამ პროექტებს გამოვამზეურებთ“, – განაცხადა საგანელიძემ.