„იარაღი, რომლითაც მაჩალიკაშვილი დაჭრეს, შეაკეთეს და ექსპერტიზაზე ისე გაგზავნეს“
როგორც knews.ge-ს მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, თქმით, ამით შესაძლოა, გაანადგურეს ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაცვის მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილიყო.
„ექსპერტიზით დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს, შეაკეთეს და ექსპერტიზაზე ისე გაგზავნეს. აქედან გამომდინარე ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ გაანადგურეს ისეთი ნივთმტკიცება, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ექსპერტის დასკვნაში, ასევე, წერია, რომ იარაღი, რომელიც სპეცრაზმელს გადაეცა, გამოსაყენებლად ვარგის მდგომარეობაში იყო. ცეცხლსასროლ იარაღზე ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება ჩვენ მოვითხოვეთ, რადგან შემთხვევის ადგილიდან გამოძიებამ ვაზნა არ ამოიღო. ჩვენ ვიკითხეთ, თუ რატომ არ ამოიღეს ვაზნა, გვითხრეს – იარაღმა გაჭედა გასროლისას და ამიტომ ვერ ამოიღეს. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ იარაღმა გაჭედა, ეს იარაღი უნდა დაილუქოს და უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვლევა“, – განუცხადა knews.ge-ს მარიამ კუბლაშვილმა.
ადვოკატი გამოძიების წინაშე ახალ შუამდგომლობას აყენებს და იარაღზე ახალი ექსპერტიზის ჩატარების გარდა, მის მიერ მოწვეული ბალისტიკური ექსპერტის მონაწილეობით იარაღის იმ ნაწილის გამოკვლევასაც ითხოვს, რომელიც სპეცრაზმელის ავტომატს შეუცვალეს.