გურჯაანის ბაზარში სასურსათო მაღაზია გაქურდეს
ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მაღაზიიდან წაიღეს სხვადასხვა სახის პროდუქტი და ფული. მაღაზიის მეპატრონის თქმით, სავაჭრო ობიექტისათვის მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რომელიც ქურდობას გულისხმობს.
“ამ ეტაპზე უცნობია ვინ გაქურდა მაღაზია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიებას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს”, – განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის აგრარულ ბაზარში მდებარე ეს მაღაზია უკვე მეორედ გაქურდეს. პირველი შემთხვევა გასული წლის ივნისში მოხდა.