ბლოგები

ბლოგები

ჯანსაღი ღიმილის საიდუმლო

ჯანსაღი ღიმილი ძირითადად კბილების სიჯანსაღესა და სწორ განლაგებაზეა დამოკიდებული. იგი გამოხატავს იმ გრძნობებს, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემთ. ღიმილი სიცილის მარტივი მსგავსება კი არ არის, არამედ სხვადასხვა სამყაროს გვისხსნის.

Read More
ბლოგები

„შეზიარებულთა“ ქვეყანა – ნაირა გელაშვილი

კარგა ხანია ქართულ ტელეარხებს აღარ ვუყურებ. წერტილოვანი გამონაკლისების გარდა ეს არის ერთიანად ყვითელი, ქარაფშუტა და ბოროტი ტელესივრცე. ნამდვილი ეროვნული უბედურება. აქ რომ აზრები ხმიანებს, ის აზროვნების სფეროს არ განეკუთვნება. აქ რომ გრძნობები და საქციელები ტრიალებს – გადაგვარების მანიფესტაციაა. ამ ტელეარხების პატრონებს და დაქირავებულ ჟურნალისტებს ამოძრავებთ ერთადერთი ვიტალური იმპულსი: მოიპოვონ, შეინარჩუნონ, გაიზარდონ შემოსავლის წყარო, მაშასადამე: რეიტინგი! სხვა აღარფერი აღარ არსებობს: რეიტინგი! ნებისმიერ ფასად! ადამიანის ყველაზე სუსტი და ბნელი ინსტინქტების სტიმულირებით! ამას ალბათ უფრო ბიოლოგიურ-კომერციული ყნოსვით აკეთებენ, ვიდრე დემონურ-ინტელექტუალური გათვლებით. და აქა-იქ, სადაც ნათელი სახე ჩნდება და გონივრული რამ ითქმება, მთლიანად დამიწებულია გარემომცველი უაზრობით.

Read More
ბლოგები

თელავის ცენტრში ელენე ახვლედიანის ნამუშევრები განთავსდება

     პროექტი „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში განხორციელდა. პროექტის მიზანი ამ ქალაქებში მერის სათათბირო ორგანოს, საბჭოს ჩამოყალიბება გახლდათ. მონაწილეები გასაუბრების შედეგად შერჩეული ახალგაზრდები – სტუდენტები იყვნენ; ავტორები კი – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წამომადგენლები ია ანთაძე და თამთა ყუბანეიშვილი. აღსანიშნავია ნინო ზურიაშვილისა და თამარ მოსიაშვილის წვლილი, რომლებმაც დაატრენინგეს შერჩეული ახალგაზრდები.  ამავე ტრენინგის ბოლოს გაიმართა მსჯელობა, თუ რა სჭირდებოდა ქალაქს. გადაწყდა, რომ თელავის ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერში მხატვარ ელენე ახვლედიანის ნამუშევრები განთავსდება.

Read More
ბლოგები

თელავის მერია „ახალგაზრდული საბჭოს“ პროექტს მხარს დაუჭერს

თელავის ახალგაზრდული საბჭოს საინიციატივო ჯგუფმა ქალაქ თელავის მერს პლატონ კალმახელიძეს პროექტი წარუდგინა, რომელიც თელავის ქუჩების შემოქმედებით ათვისებას ეხება. მერიაში განხილვის შემდეგ  გადაწყდა, რომ პროექტი 8 000 ლარით დაფინანსდება. 

Read More
ბლოგები

გაიღიმეთ! – მარიამ სიჭინავას ბლოგი

ის წამიერია, შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე დაგამახსოვრდეს. ძალიან ძვირფასია, მაგრამ არავინ არის იმდენად ღარიბი, რომ სხვისთვის მისი მიცემა ვერ შეძლოს, ან იმდენად მდიდარი, რომ მას არ საჭიროებდეს. რა გვაქვს მხედველობაში? — ღიმილი.

  

Read More
ბლოგები

თელაველი ახალგაზრდების ორი იდეა ახალი წამოწყებისთვის

 სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტი „მერის სათათბირო ორგანოს – 

ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნებაგულისხმობს საქართველოს ხუთ ქალაქში – 

გორშითელავშიახალციხეშიქუთაისსა და ზუგდიდში – ათათი სტუდენტის შერჩევას და

 მათ მომზადებას ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის

აღნიშნულ ქალაქებში შერჩეული  სტუდენტები უკვე მუშაობის აქტიურ ფაზაში შევიდნენ. პროექტის ორგანიზატორებმა 

ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში  დეტალურად აგვიხსენს  დამოუკიდებლად მუშაობის სპეციფიკა. ბოლოს,

იმ იმედით,რომ თავს გავართმევდით დაკისრებულ პასუხისმგებლობას, ერთმანეთს  ერთი თვით დავემშვიდობეთ.

Read More
ბლოგები

თელავის ახალგაზრდული ინიციატივა

თელაველი სტუდენტები, რომელთაც ერთი თვის წინ  ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი შექმნეს,  ემზადებიან, რომ მალე თელავის მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს წევრები გახდებიან. ჯგუფი ათი სტუდენტისგან შედგება. პროექტი გულისხმობს საქართველოს ხუთ ქალაქში – გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში – ათ-ათი სტუდენტის შერჩევას და მათ მომზადებას ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის.

Read More