რატომ იცლება სოფელი
კახეთში სოფლების ხალხისგან დაცლა განსაკუთრებით პატარა დასახლებებშია თვალშისაცემი. იქ, სადაც 500 და უფრო ნაკლები კომლი ცხოვრობს. დიდი სოფლები საქართველოში არც ისე ბევრია. სულ 30-მდეა ისეთი სოფელი, სადაც 2 000-დან 9 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.
კახეთს პატარა სოფლები ბევრი აქვს. უმეტესი მათგანი ბარში მდებარეობს. იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველაფერია, რომ ოჯახმა სოფლისთვის შესაფერისად იცხოვროს, თუმცა სულ უფრო ხშირად ვხედავ სახლებს, რომელიც მოუვლელობის და უყურადღებობისგან გაპარტახებულია. ერთი შეხედვითვე ეტყობა სახლს, რომ იქ ადამიანები არ ცხოვრობენ. მთის სოფლები რომ იცლება,შეიძლება ამას გამართლება ჰქონდეს…. მთაში ნაკლები საყოფაცხოვრებო პირობები და კომფორტია. არ არის ელექტროენერია, ბუნებრივი აირი, საკომუნიკაციო საშუალებები, გასართობი ახალგაზრდებისთვის და ა.შ. ბარში მცხოვრებთ კი ეს პრობლემები ერთი შეხედვით არ აქვთ, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. საგულისხმოა, რომ სადაც ეს ინფრასტრუქტურა არსებობს, ის სოფლებიც კი დაიცალა ხალხისგან.
რატომ? ჩემი აზრით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და ამ მიზებზე ახლა გიამბობთ:
სოფელში მცხოვრებ ერთ ჩვეულებრივ ოჯახს, 1 ჰა და 25 მეასედი მიწის ნაკვეთი აქვს. შესაბამისად, მისი წლიური შემოსავალიც იმაზეა დამოკიდებული, რას მოიყვანს ამ ნაკვეთში, რამდენს და რა ფასად გაყიდის.
მაგალითად, ლაგოდეხის ტერიტორიაზე მოსახლეობის დიდ ნაწილს ძირითადად სიმინდი და საზამთროს ბაღი მოჰყავს. უფრო ნაკლებს კიტრი და პომიდორი, შემდეგ მოდის სხვა ბოსტნეული კულტურა. საზამთროს ბაღი ძირითადად ერთიდაიგივე ადამიანებს მოჰყავთ, მათ ვინც იციან მისი მოვლა-პატრონობა. თუმცა 4-5 წელიწადში ერთხელ არიანი ისინი კმაყოფილი რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლით. ზოგჯერ მოსავალი კარგი მოდის, მაგრამ ფასი არ აქვს, ზოგჯერ პირიქითაა. ასეა სიმინდის შემდხვევაშიც. 2015 წელს მოყვანილი სიმინდი გლეხების დიდ ნაწილს ჯერ ისევ გასაყიდი აქვს, რადგან მას ახლა ისეთი ფასი აქვს, რომ გლეხი ხარჯებს კი დაფარავს, მაგრამ მოგებას ვერ ნახავს. სოფლის მეურნებით იმედგაცრულებული მოსახლების ნაწილმა უკვე გადაწყვიტა და სოფელი დატოვა. ისინი საცხოვრებლად ქალაქად გადავიდნენ.
სოფლებს მხოლოდ ამ მიზეზით არ ტოვებენ. ხშირად საბაბი ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობაა. მაგალითად, კახეთში ერთი მუნიციპალიტეტიც კი არ არსებობს, სადაც წყლის მიწოდების და ხარისხის პრობლემა იყოს მოგვარებული.
ასეა გზებთან დაკავშირებითაც. არადა სოფლებში ამ პრობლემების მოგვარებისთვის მილიინობით ლარია დახარჯული. მაგალითად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ბოლო 5 წლის განმავლობაში 700 კომლიანი სოფლის წყლით მომარაგებაზე 300 ათას ლარამდეა გახარჯული. ბოლოს 70 ათას ლარამდე ორი-სამი თვის წინ დაიხარჯა, თუმცა სოფლის წყალმომარაგების პრობლემა, როგორც ადგილზე ამბობენ, მალე ისევ დადგება. ამ სოფლის წყალმომარაგების პრობლემაზე უფრო მეტიც არის დახარჯული ადრეულ წელბში. ეს არის უხარისხო სამუშაოები, არასწორი პროექტირება თუ სხვა, ამის შესახებ არვის პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა. საუბარია წყალზე, რომელსაც რეაბილიტაციის შემთხვევაშიც კი მუდამ ბაყაყები, ჭიაყელები და სხვა დანამატები მოჰყვება. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი რის გამო შესაძლოა ადამიანმა სოფელი დატოვოს.
როგორც ცნობილია, 2009 წლიდან საქართველოში მუშაობს პროგრამა, რომელიც სოფლის მხარდაჭერის სახელით არის ცნობილი. ყოველწლიურად თითოეული სოფელი იღებს გარკვეულ თანას (რაც დიდია სოფელი, მეტია დაფინანსება), რომელიც სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას ხმარდება, თუმცა ზოგჯერ თანხა ისეთ პროეტებზე იხარჯება, რომ მოსახლეობა ვერ სარგებლობს. მაგალითად სოფელ გურგენიანში და ხიზაში ერთ-ერთ წელს სოფლის თანხები „სარიტუალო სახლების“ მშენებლობაზე დაიხარჯა. სარიტუალო სახლი, მდიდრულად ჟღერს, თუმცა ეს არის უბრალოდ სათავსოსო ტიპის ფარდულები, მაგალითად, ისეთი როგორიც შესაძლოა სოფელში მცხოვრებ ნებისმიერ ოჯახს ჰქონდეს საკუთარი სახლის ეზოში. შესაბამისად, ამ „სარიტუალო სახლებში“ არანაირი რიტუალი არ ჩატარებულა. შენობა უფუნქციოა. სამაგიეროდ, ცენტრალური გზიდან სოფელ ხიზამდე გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ 2 კილომეტრიანი მონაკვეთის დაფარვას მანქანით თითქმის 15-20 წუთი მაინც სჭირდება.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ახლავს ის არის, რომ სამუშაოები უხარისხოს ტარდება. 4-5 წლის წინ განხორციელებული პროექტებიდან თითქმის ყველა მათგანი მწყობრიდან არის გამოსული, ან უბრალოდ, აღარ არსებობს.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამო ადამიანებმა სოფელი უკვე დატოვეს: გრძელიჭალა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელია. ამ სოფელში მხოლოდ 10 კომლი ცხოვრობს. არადა 2002 წელს 70 ადამიანი ცხოვრობდა. ყვარლიდან 30 კილომეტრით დაშორებულ სოფელს “მოხუცების სოფელს” ეძახიან, რადგან 2002 წლიდან დღემდე მხოლოდ 3 ბაშვი დაიბადა. არ არის სკოლა, ამბულატორია და საბავშვო ბაღი.
http://www.heretifm.com/?p=29028
სოფლად მხოლოდ 1 ჰა მიწის ნაკვეთის დამუშავებით მიღებული შემოსავლით ოჯახის რჩენა უბრალოდ შეულებელია, თუ სხვა ტიპის შემოსავალიც არ გაქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო დაგეხმარა და ხვნა-თესვის ხარჯები დაგიფინანსა, ეს მნიშვნელოვან შედეგს კი ვერ დებს.
ყველაზე მნიშვნელოვანია, მოყვანილი პროდუქციის გასაღებისთვის სტაბილური ბაზარი და ფასი.
სოფლად მცხოვრები ადამიანები 21-ე საუკუნეში 24 საათიან წყალმომარაგებას თუ მოითხოვენ, ეს ნორმალური პროცესია. გზის დაგებას თუ მოითხოვენ, ესეც ბუნებრივია. ახალგაზრდებისთვის ელემენტარულ გასართობს თუ მოიხოვენ, ესეც აუცილებელია. მთავრობა მუდამ აცხადებს, რომ სოფლის მეურნების განვითარებაზე ზრუნავს, განვითარებული მეურნებები და სოფლები კი უფრო ნაკლებია, ვიდრე განცხადებები.
როგორც ცნობილია, საქართველოში საყოველთა აღწერა ბოლოს 2014 წელს ჩატარდა, თუცა საბოლოო მონაცემები, სად რამდენი ადამიანი ცხოვრობს, არ არის გამოქვეყნებული, თუმცა კვლების ნაწილი უკვე საჯაროა:
საქსტატის წინასწარი მონაცემებით დგინდება, რომ კახეთში ბოლო 12 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 89 ათასით შემცირდა.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში 319 144 ადამიანი ცხოვრობს. კახელები საცხოვრებელ ადგილად ხშირად დედაქალაქს ირჩევენ. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობაა.