თელავის აეროპორტს ერეკლე II-ის სახელი მიენიჭა
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, თელავის აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით.
მისივე თქმით, აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.
,,ჩემი ინიციატივა იყო, რომ თელავის აეროპორტს შეცვლოდა სახელი და ერეკლე II-ის სახელი დარქმეოდა. მნიშვნელოვანია, რომ თელავის აეროპორტი უკვე მოემსახურება კერძო დამკვეთებსაც და შეასრულებს, როგორც შიდა ასევე დაკეთის შემთხვევაში საერთაშორისო რეისებსაც. აეროპორტი წლების განმავლობაში იყო გაპარტახებული და ჩვენ საავიაციო უნივერსიტეტთან ერთად შევძელით და მთლიანაც აღვადგინეთ. ნაცვლად იმისა, რომ პილოტად მოსამზადებლად საზღვარგარეთ წავიდენენ სტუდენტები, დღეს გვაქვს საშუალება, რომ მოვიდნენ და აქ ისწავლონ. გარდა ამისა, საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას აეროპორტში გადიან. ამჟამად მიმდინარეობს მათთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლის რემონტი. ახლო მომავალში კი დაგეგმილია პილოტთა და ავიასპეციალისტთა მომზადება შვეულმფრენზე. აეროპორტიდან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის”,- განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.