თელავის გენდერის მედიაცენტრმა უფროსკლასელებთან შეხვედრა გამართა
შეხვედრის ორგანიზატორის, თელავის გენდერის მედიაცენტრის დირექტორის მაია მამულაშვილის თქმით, აღნიშნული შეხვედრა მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა დაინტერესებული საზოგადოებისთვის იმართება პროექტის “ხმა მიეცი თანასწორობას” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” თელავის გენდერის მედიაცენტრის მიერ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით
შეხვედრის მონაწილეების თქმით, გენდერული თანასწორობის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება მნიშვნელოვანია, ,,ჩემი აზრით, ქართველი მამაკაცების უმეტესობა ფიქრობს, რომ გენდერული თანასწორობა არ არის მნიშვნელოვანი საკითხი. გენდერული თანასწორობა მარტო ქალთა უფლებების დაცვას არ გულისხმობს. გენდერული თანასწორობის მთავარი ღირებულება არის ის, რომ არ მოხდეს ადამიანის დისკრიმინაცია, ძალადობა და ყველას ჰქონდეს თავისულება სქესის მიუხედავად,”,-განუცხადა Knews.ge-ს თელავის #1 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ოტიაშვილმა.
თელაველი ახალგაზრდების თქმითვე, ქალის როლი პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, რადგან მას, ისევე როგორც მამაკაცს, დიდი პასუხისმგებლობის აღება შეუძლია საკუთარ თავზე.
,,ჩემი აზრით, ქალების როლი პოლიტიკაში უნდა იყოს იმაზე დიდი ვიდრე ახლაა, რადგან არამარტო კაცებს, ქალებსაც შეუძლიათ საქმის გაკეთება. ქალს შეუძლია დიდი როლი შეასრულოს სახელმწიფოს მართვაში და არ უნდა იყოს ყველაფერი მხოლოდ კაცზე მინდობილი,”- განუცხადა Knews.ge-ს თელავის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია გოცირიძემ.