ბლოგები

აქცია ყარაჯალას საბავშვო ბაღის დასახმარებლად

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით, სოფელში ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ბაღი 2015  წლიდან  ფუნქციონირებს. კეთილმოწყობილი საბავშვო ოთახები, საძინებელი, სამზარეულო, სასადილო, ღონისძიებების დარბაზი ბავშვთა განათლებისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის. ამჟამად ბაღში 150 აღსაზრდელია. 

სოფლის ახალგაზრდებისათვის და ბავშვთა მშობლებისათვის საბავშვო ბაღი ერთგვარი თავშეყრის ადგილად იქცა. ბაღის მენეჯერის მაია ბლუიშვილის განცხადებით, ერთადერთი, რაც სააღმზრდელო დაწესებულებას ესაჭიროება, საბავშვო წიგნები და სათამაშოებია, რაც ბავშვებს სახელმწიფო ენაზე განათლების მიღებაში დიდ დახმარებას გაუწევს.

მედია კომპანია „კახეთის ხმა“ ყარაჯალას ბაღის აღსაზრდელებისათვის იწყებს წიგნებისა და სათამაშოების შეგროვებას.

დახმარების მსურველებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონზე: 599 694615