ვიდეორეპორტაჟი

ახალგაზრდული ინიციატივა თელავის მუნიციპალიტეტს

თელავის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის „რეგიონის განვითარების ცენტრი“ პროექტს „ხალგაზრდული ინიციატივები სოფლად“ ახორციელებს 

ერთ–ერთი ინიციატივა თემში ახალგაზრდული ფესტივალის ჩატარებას გულისხმობს. ახალგაზრდებმა მოამზადეს პეტიცია, რომლითაც თელავის თემის მუნიციპალიტეტს სთხოვეს 2016 წლის ბიუჯეტის ახალგაზრდული პროგრამების მუხლიდან ახალგაზრდული ფესტივალის „მხიარული დღეების“ ჩატარება  დააფინანსოს.

პროექტის მონაწილეებმა შეიმუშავეს ღონისძიების პროექტი და სავარაუდო ბიუჯეტთან ერთად თელავის თემის მუნიციპალიტეტს წარუდგინეს.

პროექტში „ახალგაზრდული ინიციატივები სოფლად“ 7 სოფლის 35 ახალგაზრდა იყო ჩართული. მათ გაიარეს ტრენინგები, ჩაატარეს სამუშაო შეხვედრები საკრებულოსა და გამგეობაში, შეიმუშავეს ფესტივალის გეგმა, სლოგანი და ლოგო. საბოლოოდ ახალგაზრდული ფესტივალის ჩატარებისათვის 2 ათას ლარამდე დაიხარჯება.

 ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ლიზა სოფრომაძის განცხადებით, ახალგაზრდების განვითარებისთვის მნიშვენლოვანია საჯარო სკოლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გვერდში დგომა. 

პროექტს მხარს უჭერს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).