NIMD პოლიტიკის შესახებ წიგნების სერიის გამოცემას იწყებს
მასში შევა მსოფლიოს ტიტულოვან გამოცემებში გამოქვეყნებული გავლენიანი პოლიტიკური სტატიების კრებული, რომლებიც ქართულ ენაზე ითარგმნება. როგორც knews.ge-ს საქართველოში NIMD-ის დემოკრატიის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა მარიამ ჩიხლაძემ განუცხადა, სტატიები, რომლებიც გამოცემაში შევა, დღემდე განსაზღვრავენ დებატებს საერთაშორისო პოლიტიკასა და დემოკრატიაზე.
„წიგნი აერთიანებს პოლიტიკის, დემოკრატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე სხვადასხვა დროს Foreign Affairs-ში დაბეჭდილ გავლენიან სტატიებს, რომლებიც ითარგმნა ქართულ ენაზე. ვგეგმავთ, რომ ყოველ წელს ახალი გამოცემა შეემატოს წიგნების სერიას. სტატიები, რომლებსაც ვარჩევთ და ვთარგმნით ქართულ ენაზე, დღემდე განსაზღვრავენ დებატებს პოლიტიკაზე, დემოკრატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე. ბევრი მათგანი ეხება თანამედროვე ევროპას, მსოფლიოს და მათ შორის საქართველოსაც“, – განუცხადა knews.ge-ს მარიამ ჩიხლაძემ.