ახალი ამბები

მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ახმეტის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა პირველი ადგილი დაიკავეს 

მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ახმეტის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენები ორ კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. 

ჩემპიონატში, რომელიც რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში მიმდინარეობს, სასპორტო სკოლის რვა სპორტსმენი მონაწილეობდა.
75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჭაბუკებში პირველი ადგილი დაიკავა გოგიტა აბალიშვილმა, პარამკალვჭიდში კი პირველი ადგილის მფლობელი გახდა გელა არაბული, რომელიც 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

ჭაბუკებში და პარამკლავჭიდში კი სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა გუნდური პირველი ადგილი აიღეს. ჩემპიონატში 60 ქვეყანა მონაწილეობდა.