ახალი ამბები

საქართველოში ავიაკომპანია „რაინეარის“ შემოსვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში ავიაკომპანია „რაინეარის“ შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახლო მომავალში საზოგადოება დადებით სიახლეებს შეიტყობს.

„უახლოეს დღეებში ძალიან კარგ სიახლეებს გაიგებთ ჩვენგან. არ დავასწრებ მოვლენებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

იხილეთ ასევე:

,,მიმინოს” აეროპორტით უცხოელი ინვესტორი დაინტერესდა

თელავის აეროპორტი “მიმინო” საერთაშორისო ფრენებს განახორციელებს

რა ეკონომიკურ შესაძლებლობებს მისცემს რეგიონს თელავის აეროპორტიდან შიდა ფრენების განახლება