თელავში ხანძრის შედეგად შენობის სახურავი დაიწვა
ქალაქ თელავში კაფეს ,,ბლიცი” ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი მოქალაქემ შეამჩნია და კაფეს თანამშრომლებს შეატყობინა. ადგილზე სახანძრო- სამაშველო სამსახური იმყოფებოდა, რომელმაც ხანძრის ლიკვიდაცია უკვე მოახდინა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის შედეგად დაზიანდა დაწესებულების სახურავი. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტროსადენების გაუმართაობა გახდა.