ახალი ამბები

სიღნაღში შშმ პირთა სიმღერისა და ცეკვის ფესტივალ-ტურნე ჩატარდება

26 ივლისს სიღნაღის მუნიციპალიტეტი შშმ პირთა სიმღერის და ცეკვის საქალაქთაშორისო ფესტივალ-ტურნეს „ივერია-ბრილიანტს” უმასპინძლებს.

ღონისძიების ორგანიზატორია სოციალური საწარმო „განსაკუთრებული ჟურნალი”, რომლის ფარგლებშიც 18:00 საათზე სიღნაღის თეატრში კონცერტი გაიმართება.

„ფესტივალის მიზანია, იპოვონ ნიჭიერი ხელოვანები საქართველოს რეგიონებში, მოხდეს მათი შემდგომი განვითარება და რეალიზება, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში გამართულ მსგავს საერთაშორისო ფესტივალებზე მონაწილეობით.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და ყველა მსურველისთვის იქნება შესაძლებელი“, – განუცხადეს “კახეთის ხმას” სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი