ახალი ამბები

ლაგოდეხის ერთ-ერთ ქუჩაზე სასმელ წყალს თაგვი გამოყვა

ლაგოდეხში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში ონკანს, საიდანაც სასმელ წყალს იღებდნენ, თაგვი გამოყვა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, წყლის ახლადრეაბილიტირებულ სისტემაში კვლავ დაბინძურებული წყალი მოდის და მას სასმელად ვერ იყენებენ.
,,ონკანზე წყალი მოვუშვი, რომ დასალევად ამევსო. წყალს მკვდარი თაგვი გამოყვა. მეზობლებსაც ვაჩვენე. წყალი სულ ჭუჭყიანი მოდის და დასალევად როგორ გამოვიყენებთ”, – განაცხადა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ირინა სულდინამ.