ახალი ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ 1 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ „გურჯაანის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.

მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 1200 ლარია.
,,ამ დროისთვის აღნიშნული ვაკანსიის დასაკავებლად მხოლოდ 2 განაცხადია შესული. ძირითადი მოთხოვნებია უმაღლესი განათლება და მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება. კონკურსი მოიცავს განცხადების გადარჩევას და გასაუბრებას. საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, განაცხადის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა”, – აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.