ახალი ამბები

კახეთში მსოფლიო რბენა 5 მაისს გაიმართება

მიმდინარე წლის 5 მაისს გაიმართება საქართველო მსოფლიოსთან ერთად კვლავ ირბენს.

როგორც „კახეთის ხმას“ კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება სათავეს აიღებს თელავი – ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრში, ლოპოტას ტბის გადასახვევ ნიშნულთან.

საქართველოში მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია. ასიათასობით ადამიანი 33 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდება იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.
“მსოფლიო რბენაში“ მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარული და ეტლით მოსარგებლე ადამიანები. ღონისძიებაში მონაწილეობა 18 წლის ასაკიდან ნებისმიერ პირს შეუძლია“, – განუცახედეს „კახეთის ხმას“ კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. მსოფლიო რბენა – 6 კონტინენტზე, 25 ქვეყანაში, 26 ლოკაციაზე ჩატარდება და მასში ასი ათასზე მეტი მორბენალი ჩაერთვება.

„ყოველ მეხუთე კილომეტრზე მორბენლებს გამაგრილებელი პუნქტები დახვდებათ. მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2019 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ რბენაში მონაწილეობას. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო“, –აცხადებენ სამინისტროში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი